ოპოზიცია შსს-ს გადაწყვეტილების მოლოდინშია

ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის გაგრძელების საკითხი სავარაუდოდ დღეს გადაწყდება. „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის თქმით, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და დაკავებულთაგან 10 პატიმრის გათავისუფლების საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების პროცესი გაგრძელდება.