თბილისი პუტინის და ლუჟკოვის ცხინვლში ჩასვლას ცინიზმად აფასებს

რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავზე, ცხინვალში რუსეთის პრემიერ-მინისტრის და მოსკოვის მერის ჩასვლის განზრახვას საქართველოს ხელისუფლება ცინიზმად აფასებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ნალბანდოვის შეფასებით, კიდევ უფრო მეტ ცინიზმს ის წარმოადგენს, რომ ოკუპირებულ რეგიონში, სადაც რუსეთმა ეთნოწმენდა მოაწყო, მოსკოვის სახელობის ახალი დასახლების გახსნას აპირებენ.