რუსეთის პრემიერი ჩეჩნეთში სტუმრობს


რუსეთის პრემიtრ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, მოულოდნელი ვიზიტი გამართა ჩეჩნეთში. რუსეთის მთავრობის ცნობით, პუტინი ჩეჩნეთის პრომოსკოვურ ლიდერს, რამზან კადიროვს შეხვდა. საუბარი შეეხო რეგიონის სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებს და დასაქმების თემას.