ავღანეთის საარჩევნო უწყებამ გამოაცხადა, რომ მოქმედი პრეზიდენტი კარზაი განაგრძობს ლიდერობას საპრეზიდენტო არჩევნებში და ის 10 პროცენტით უსწრებს მეტოქეს, აბდულაჰ აბდულაჰს. ამ ეტაპზე დათვლილია ხმების 17 პროცენტი. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება რამდენიმე კვირაში.