თეირანში ასობით პირი ერაყელ შიიტ სულიერ ლიდერს დასტირის

თეირანში დღეს ასობით ადამიანი მივიდა მათ ქალაქში ოთხშაბათს გარდაცვლილი, ერაყელი შიიტი სულიერი ლიდერის დასაფლავების ცერემონიაზე. აბდულ აზიზ ალ-ჰაკიმი ირანში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის სადამ ჰუსეინის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი ლიდერი იყო. ალ-ჰაკიმი ერაყში 2003 წელს, იქ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების შესვლის შემდეგ დაბრუნდა. ის ხელმძღვანელობდა ერაყის ყველაზე დიდ შიიტურ პარტიას - ერაყის უზენაეს ისლამურ საბჭოს. ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამანეიმ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ალ-ჰაკიმის მიღწევებს ”განუმეორებელი და დაუვიწყარი” უწოდა როგორც ერაყში, ასევე ირანში. ალ-ჰაკიმი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მას ერაყში, მშობლიურ ქალაქ ნაჯაფში დაასაფლავებენ.