რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას აპირებს

ჩეჩნეთის ქალაქ შალიში, სადაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, სამი ადგილობრივი მილიციელი და სამი სამოქალაქო პირი დაიჭრა. ჩეჩნეთის შსს-ს ინფორმაციით, ორივე ტერორისტის ვინაობა უკვე დადგენილია. ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული დაჯგუფებების გააქტიურების და ახალი სასწავლო წლის მოახლოების გამო, რუსეთის შს-თა მინისტრმა სამართალდამცავებს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაავალა. რაშიდ ნურგალივის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანშია საჭირო.