ღორის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა რამდენიმე თვეს გასტანს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ ღორის გრიპის ვირუსი აქამდე ცნობილ ვირუსებზე ოთხჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ დაავადებით გარდაცვლილთა ორმოც პროცენტს შეადგენენ ახალგაზრდები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონიათ. მიმდინარე წლის აპრილიდან მოყოლებული, როცა გამოვლინდა ვირუსი, ამ დაავადებით მსოფლიოში 2180 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაციის თანახმად, მუშაობამ ვაქცინაზე, რომელსაც პანდემიის შეჩერების უნარი ექნება, შეიძლება კიდევ რამდენიმე თვე გასტანოს.