აშშ მიესალმება სომხეთისა და თურქეთის მზადყოფნას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე

შეერთებული შტატები მიესალმა სომხეთისა და თურქეთის განცხადებას, რომელშიც გამოთქმული მზადყოფა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თაობაზე. წინა დღით სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ამ საკითხის თაობაზე იწყებენ კონსულტაციებს, რომელიც შვეიცარიის შუმავლობით გაიმართება და თვენახევარს გასტან. მთავარ პრობლემად ორ ქვეყანას შორის რჩება ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის წლებში, რომლის დროსაც, სხვადასხვა მონაცემებით, მილიონნახევარი ადამიანი დაიღუპა.