მიწისძვრას ინდონეზიაში მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიის კუნძული იავა დღეს დილას ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია. წყალქვეშა ბიძგების შედეგად კუნძულზე, ოფიციალური ინფორმაციით, 33 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 3000-ზე მეტი, 40 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა. მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრემაც რიხტერის სკალაზე 7-ს მიაღწია, მძიმედ დააზიანა შენობები ეპიცენტრის მახლობლად, დასავლეთ იავაზე. მიწისძრვასთან დაკავშირებით სანაპიროზე განგაში გამოცხადდა ცუნამის საფრთხის გამო, თუმცა განგაში გაუქმდა, როცა გაირკვა, რომ წყალქვეშა ბიძგებს დიდი ტალღები არ მოჰყოლია.