გორის რაიონში ავტობუსი აფეთქდა

გორის რაიონის სოფელ სვენეთთან ავტობუსის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულები გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ავტობუსს გადაჰყავდა მგზავრები, რომლებსაც ძირითადად ხილი გადაჰქონდათ. გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტობუსის აფეთქება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.