უკრაინელები და ბელორუსები კიევს და მინსკს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ

სამხრეთ ოსეთის სეპარატისრულ რესპუბლიკაში მცხოვრებმა უკრაინელებმა და ბელორუსებმა უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტებსა და მთავრობებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს, - იტყობინება სეპარატისტული რესპუბლიკის ბეჭდვისა და კომუნიკაციების სამინისტრო. წერილში ვკითხულობთ: ”საქართველოს მხრიდან ომების, ტერორისა და გენოციდის მიუხედავად, ჩვენ მაინც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს უკვე ორ სახელმწიფოს.” უკრაინელები და ბელორუსები, რომლებიც სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, როგორც წერილიდან ირკვევა, 30 წელიწადზე მეტია ცხოვრობენ, თავ-თავიანთი სამშობლოს მთავრობებს რუსეთისა და ნიკარაგუის მიბაძვას სთხოვენ.