ირანთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობა ჩიხშია მოქცეული

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ჩიხშია მოქცეული ირანის სადავო ბირთვული პროგრამის გამო. მოჰამედ ელ ბარადეიმ მოუწოდა ირანს, ითანამშრომლოს სააგენტოსთან უფრო ახლოს, რათა გაირკვეს მისი ბირთვული პროგრამის შესახებ გაჭიანურებული საკითხები. ელ ბარადეიმ ეს ვენაში განაცხადა სააგენტოს შეხვედრაზე. დღესვე ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თქვა, რომ სააგენტოსთან ირანის თანამშრომლობას გააგრძელებს, მაგრამ არ სურს ამ სფეროში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკება.