ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კარზაი ლიდერობს

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ უფრო დაწინაურდა პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. მას ხმების 75 პროცენტის დათვლის შემდეგ თითქმის 49 პროცენტი ემხრობა. გამარჯვებისათვის საჭიროა 50 პროცენტს პლუს ერთი ხმა. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თანახმად, 447 საარჩევნო უბნის მონაცემები გაუქმდა დარღვევების გამო.