სტუმრად ჩვენს ეთერში: ლენა კილაძე

ლენა კილაძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას სტუმრობდა "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლენა კილაძე, რომელიც შაბათს ჩატარებულ საქველმოქმედო აქციაზე ლაპარაკობდა. ამერიკულმა ფონდმა საქველმოქმედო აუქციონი მოაწყო, რომლის შემოსავალი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გერმანიაში მკურნალობას მოხმარდება.