ერაყში მაღალი რანგის პოლიციელი მოკლეს

ერაყში, ბაღდადში, ამერიკელი სამხედრო ნაღმზე აფეთქდა. ჩრდილოეთ ერაყში სამი ჯარისკაცი დაიღუპა ასეთივე თავდასხმის შედეგად.
ქალაქ ქირქუქში გზაზე ნაღმის აფეთქებას პოლიციის მაღალი რანგის ოფიცერი და სულ მცირე, სამი პოლიციელი შეეწირა. ბაღდადში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა.