ავღანეთის ურუზგანის პროვინციაში 14 ადამიანი დაიღუპა ნაღმებზე ორი ავტომანქანის აფეთქების შედეგად. მეამბოხეებთან შეტაკებისას შვიდი პოლიციელი მოკლეს კუნდუზში, სადაც თალიბების დანაკარგი 11 მეომარია. სხვადასხვა რაიონში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა აშშ-ის ხუთი სამხედრო მოსამსახურე. ყანდაარში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ ორ აფეთქებას ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.