ყაზახეთში გაჩენილ ხანძარს 37 ადამიანი ემსხვერპლა

37 ადამიანი დაიღუპა ყაზახეთის ქალაქ ტალდიკურგანის ნარკოლოგიურ დისპანსერში გაჩენილი ხანძრის შედეგად. წინასწარი მონაცემებით, მოხერხდა 40-მდე პირის გადარჩენა. ყაზახეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, ხანძარი კვირას, გამთენიისას გაჩნდა და 650 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა. ტრაგედიის მიზეზს საგანგებო კომისია გამოიძიებს.