თურქმენეთმა და რუსეთმა გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოებები მოაგვარეს

მოსკოვმა და აშხაბადმა მოაგვარეს რუსეთში თურქმენეთის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები. ამის შესახებ გამოაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა, რომელიც დღეს ქალაქ თურქმენბაშიში შეხვდა იქ სამუშაო ვიზიტით ჩასულ რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს. რუსეთის ლიდერის თანაშემწის სერგეი პრიხოდკოს თქმით, გაზის მიწოდების განახლების კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ ყოფილა. მხარეებს შორის წარმოშობილი უთანხმოებების გამო, თურქმენეთმა რუსეთს გაზის მიწოდება გაზაფხულზე შეუწყვიტა.