თურქეთი მზად არის უმასპინძლოს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვულ მოლაპარაკებას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ დღეს განაცხადა, რომ ანკარა მზად არის უმასპინძლოს მოლაპარაკებას ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. ირანის მედიის ცნობით, დავუთოღლუმ ეს წინადადება წარუდგინა ირანის უშიშროების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, საიდ ჯალილის.