ობამა ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაზე ისაუბრებს

აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ნიუ იოკრში, უოლ სტრიტის საფინანსო ცენტრში სიტყვით გამოვა და გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ ისაუბრებს. მისი გამოსვლა ემთხვევა საინვესტიციო ბანკის - ”Lehman Brothers"-ის გაკოტრების დღეს. ეს ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა და 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დაწყების ერთგვარი ნიშანი იყო. ანალიტიკოსების ვარაუდით, ობამა თავის გამოსვლაში დაიცავს აშშ ადმინისტრაციის ხარჯვის პოლიტიკას და განაცხადებს, რომ ბანკების გადარჩენისა და აშშ ეკონომიკის სტიმულაციისთვის გადადგმულმა ნაბიჯებმა აშშ ეკონომიკა ყველაზე უარეს ეკონომიკურ ვარდნას გადაარჩინა. ობამა აგრეთვე გამოხატავს მხარდაჭერას გლობალური კოორდინაციის მიმართ სამომავლოდ ფინანსური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით.