რუსეთმა აფხაზ და ოს სეპარატისტებთან სამხედრო შეთანხმებები გააფორმა

რუსეთმა დღეს ხელი მოაწერა შეთანხმებებს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების დატოვების შესახებ. შეთანხმებებს ხელი მოაწერეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა და მისმა კოლეგებმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებიდან, მერაბ ქიშმარიამ და იური ტანაევმა. შეთანხმებები ძალაში უნდა დარჩეს 49 წელი და ითვალისწინებს საქართველოს ამ ორი რეგიონიდან თითოეულში 1700 რუსი სამხედრო მოსამსახურის ყოფნას. სამხედრო ბაზების ადგილმდებარეობაა გუდაუთა და ცხინვალი.