რუსეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, 2012 წელს მეორე ვადით იყაროს კენჭი

რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, 2012 წელს კვლავაც იყაროს კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით. ეს მან ვალდაიში რუსეთის ექსპერტებთან შეხვედრაზე გამოაცხადა.