ავღანეთში დღეს 27 თალიბი მეამბოხე მოკლეს

დღეს ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში ბრძოლების დროს ავღანეთის არმიისა და საერთაშორისო ჯარის მიერ მოკლულ იქნა 27 თალიბი მეამბოხე. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა მაიკ მალენმა განაცხადა, რომ ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგობის დასაძლევად ალბათ, მეტი სამხედრო იქნება საჭირო. ეს განცხადება მალენმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას გააკეთა.