გერმანიაში სკოლაზე თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა

გერმანიის პოლიციამ დააპატიმრა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავდასხმა მოაწყო საშუალო სკოლაზე ქალაქ ანსბახში (ბავარიის მხარე). დაიჭრა 10 ადამიანი. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, 19 წლის ეჭვმიტანილმა თვითნაკეთი ხელყუმბარა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო სკოლაში, რომლის მოსწავლეც იყო. დაჭრილებს შორის პედაგოგები და მოსწავლეებიც არიან.