დაღესტანში პოლიციასთან შეტაკებისას სამი მეამბოხე იქნა მოკლული

დღეს დაღესტანში პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკებისას სამი მეამბოხე იქნა მოკლული. ადგილობრივი უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, შეტაკება ყიზლარის რაიონში მოხდა. ინფორმაციის თანახმად, მოკლულია მეამბოხეთა ლიდერი, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა დამოუკიდებელი წყაროების მიერ. ჩრდილოეთ კავკასიაში უკანასკნელ ხანებში ისლამისტი მეამბოხეების გააქტიურება შეინიშნება.