სტუმრად ჩვენს ეთერში: თორნიკე შარაშენიძე

თორნიკე შარაშენიძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას სტუმრობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე. ის საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის შეხვედრაზე აკეთებდა კომენტარს. შარაშენიძის აზრით კლინტონის ფრაზა "სტრატეგიული მოთმინების" შესახებ დროის ფაქტორს ეყრდნობა. დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობსო - თქვა მან. თორნიკე შარაშენიძის აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სააკაშვილის შეხვედრას ნატოს გენერალურ მდივანთან, რადგან, როგორც ის ამბობს, სწორედ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა იყო საქართველოში რეფორმების მთავარი გარე სტიმული.