ახალციხე ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ახალციხეში დაზიანდა და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები თუ დაწესებულებები. შენობის სახურავის დაზიანებისა და სტუდიაში წყლის ჩასვლის გამო სერიოზული პრობლემა შეექმნა ადგილობრივ ტელეკომპანია ”მე-9 არხს”. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ახალციხის ცენტრალური მაგისტრალები. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაადგილება შეუძლებელი იყო როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის. ამ დროისთვის ქალაქში მოძრაობა უკვე აღდგენილია. სამცხე-ჯავახეთი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სტიქიამ რამდენჯერმე დააზარალა.