ორმა აფეთქებამ ავღანეთში 12 სამოქალაქო პირი შეიწირა

ავღანეთში ორი აფეთქების შედეგად 12 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ორივე აფეთქება გზის პირას ჩადებულმა ბომბებმა გამოიწვია. ყანდაარის პროვინციის გუბერნატორის პრეს-მდივნის განცხადებით, 7 სამოქალაქო პირი პანჯუაის რაიონში მოწყობილმა აფეთქებამ შეიწირა, მეორე აფეთქება კი ფარაჰის პროვინციაში მოხდა. ამ პროვინციის პოლიციის პრეს-მდივნის განცხადებით, დაიღუპა 5 და დაიჭრა 8 სამოქალაქო პირი. ორივე შემთხვევაში, აფეთქების პასუხისმგებლობას თალიბებს აკისრებენ.