ერაყში აფეთქებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადში სახლის წინ ბომბის აფეთქებას ქალის და მისი ორი ბავშვის სიკვდილი მოჰყვა. ბაღდადში, და ჩრდილოეთის ქალაქ მოსულში მომხდარ სხვა აფეთქებებს უსაფრთხოების სამსახურის სულ მცირე შვიდი თანამშრომელი, და ადგილობრივი პოლიტიკოსი ემსხვერპლნენ. ერაყში ბოლო ხანებში ძალადობა დიდწილად შემცირდა ქვეყნის მასშტაბით - მაგრამ ბაღდადსა და მოსულში თავდასხმები კვლავ ხდება.