ობამა და მედვედევი დეკემბრისთვის „START“-ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევის განცხადებით, მათი ქვეყნები დეკემბრისთვის შეძლებენ, გააფორმონ „START“-ის სახელით ცნობილი ახალი ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს ამ სახელმწიფოთა ბირთვული არსენალების შემცირებას. ობამა და მედვედევი ერთმანეთს შეხვდნენ ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში. სტრატეგიული იარაღის შემცირების ამჟამად მოქმედ ხელშეკრულებას („START“-ს) ვადა სწორედ დეკემბერში ეწურება.