დღეს სააკაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ზონებში აგვისტოს ომის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე. სააკაშვილის გამოსვლა ნაშუადღევის სესიაზეა დაგეგმილი. დღესვე სიტყვით გამოვლენ 34 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის ისრაელის, ესპანეთის, იაპონიის, თურქეთისა და ერაყის ლიდერები.