ნუცუბიძის ქუჩაზე კორპუსის მიშენება ჩამოინგრა

თბილისში, ნუცუბიძის მე-10 კვარტლის მე-10 კორპუსის 9-სართულიან შენობაზე მიშენება ჩამოინგრა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ და ნანგრევების გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ. თბილისის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი თემურ გიორგაძის ცნობით, სავარაუდოდ, მსხვერპლი არ არის.