ერგნეთში მხარეთა მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

სოფელ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, მხარეთა მე-5 შეხვედრა გაიმართა. ქართული, ოსური და რუსული მხარეების მოლაპარაკებებში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა 24 სექტემბერს სოფელ დვანთან მომხდარი აფეთქებისა და ცხინვალის იზოლატორში უკანონოდ დაკავებული 6 ქართველის გათავისუფლების საკითხები. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვერ მოხერხდა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.