გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ბირთვული შეიარაღების შესახებ

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა აშშ-ის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია, რომლის მიზანიც არის ბირთვული იარაღისაგან მსოფლიოს გათავისუფლება. 15-წევრიანი უშიშროების საბჭო ამ რეზოლუციას მიემხრო საგანგებო სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თავმჯდომარეობით. რეზოლუცია ითვალისწინებს ძალისხმევის გააქტიურებას ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, განიარაღებისა და “ბირთვული ტერორიზმის რისკის შემცირების” ხელშესაწყობად.