თალიბებმა პაკისტანში ექვსი კაცი მოკლეს

მიღებული ცნობების თანახმად, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში თალიბებმა ექვსი კაცი მოკლეს, მათ შორის ადგილობრივი თემის უხუცესები. თალიბანის მებრძოლებმა თავდასხმა ჩრდილოეთ ვაზირისტანის მოსაზღვრე ბანუს რაიონში მოაწყვეს. ჩრდილოეთ ვაზირისტანში თავშესაფარი ჰპოვეს თალიბანისა და ალ ყაიდის მებრძოლებმა - 2001 წელს აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ, როცა თალიბებს მეზობელი ავღანეთის დატოვება მოუხდათ.