ბირმის ოპოზიციის ლიდერმა აუნ სან სუ ჩიმ სამხედრო ხუნტას დახმარება შესთავაზა

ბირმის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა აუნ სან სუ ჩიმ ქვეყნის სამხედრო ხელისუფლებას სთხოვა, მისცეს მას საშუალება, ხელი შეუწყოს ბირმის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გაუქმებას. ოპოზიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ სუ ჩიმ, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება, ხუნტის მეთაურს, გენერალ ტან შვეს მიმართა წინადადებით, უფლება მისცეს მას, შეხვდეს უცხოეთის ელჩებს, რათა განიხილოს სანქციების გაუქმების შესაძლებლობა.