ერაყის სხვადასხვა რაიონში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა ძალადობის აქტების შედეგად

ერაყის სხვადასხვა რაიონში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა ძალადობის აქტების შედეგად. ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ რამადის სიახლოვეს, ავტომაგისტრალზე თვითმკვლელმა ავტოცისტერნა ააფეთქა, რის შედეგადაც 7 პოლიციელი დაიღუპა და 10 დაიჭრა. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმების სერიის შედეგად ბაღდადის დასავლეთით 3 ჯარისკაცი დაიღუპა და 23 ადამიანი დაიჭრა.