საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზვიად სიჭინავა აირჩიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ბიზნესმენი და ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” მფლობელი ზვიად სიჭინავა დღეს აირჩიეს. სიჭინავა, რომელიც პრეზიდენტობის უკონკურენტო კანდიდატი იყო, მისივე თქმით, ხვალიდან შეუდგება მუშაობას.