დღეს 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძელი გაირკვევა

2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მთავარი პრედენტენტები ჩიკაგო, მადრიდი, რიო დე ჟანეირო და ტოკიო არიან. გამარჯვებული კოპენჰაგენში, თბილისის დროით დაახლოებით 21:00 საათზე გამოვლინდება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ განაცხადა, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. „ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, როგორც ფიზიკური, ისე საორგანიზაციო“ - უთხრა ჟაკ როგემ BBC-ს - „ჩვენ გვჭირდება ძალიან კარგი ოლიმპიური სოფელი, იდეალური სტადიონები და კარგი ტრანსპორტის სისტემა“.