გარდაიცვალა კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია

გარდაიცვალა კომპოზიტორი, მრავალი პოპულარული სიმღერის ავტორი, ანსამბლ “ივერიის” სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასილაია. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გერმანიაში გარდაიცვალა. ბასილაია 67 წლის იყო.