პაკისტანის თალიბანმა იკისრა გაეროს უწყებაში აფეთქების პასუხისმგებლობა

პაკისტანის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელმაც ორშაბათს 5 ადამიანი მოკლა გაეროს უწყების, მსოფლიო სასურსათო პროგრამის ოფისში, ისლამაბადში. მიზეზად, ამ ჯგუფის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესთან" საუბარში დაასახელა ის, რომ უცხოური ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობა “არ შეესაბამება მუსულმანების ინტერესს”. გუშინ თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ გაეროს უწყების 4 თანამშრომელი შეიწირა და გაეროს აიძულა პაკისტანში თავისი ოფისების დროებით დახურვა.