საქართველოდან სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგა

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის ინფორმაციით, სამუშაოები გეგმით გათვალისწინებულ ვადებში შესრულდა და სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგა. ბუნებრივი აირის ტრანზიტი სომხეთში პირველ ოქტომბერს შეწყდა, რაც მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდებოდა. გაზსადენის რეაბილიტაცია, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ”საქართველოს ათასწლეულის ფონდის” თანადაფინანსებით ხორციელდება.