ქიმიის დარგში ნობელის პრემია რიბოსომის შესახებ კვლევისთვის გაიცა

ქიმიის დარგში ნობელის პრემია წელს სამ მეცნიერს მიენიჭა, უჯრედშიგა ნაწილაკის - რიბოსომის - ირგვლივ ჩატარებული კვლევისთვის. ლაურეატებიდან ორი შეერთებული შტატების მოქალაქეა, ერთი ისრაელის. სტოკჰოლმში ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ ვენკატრამან რამაკრიშნანი, ტომას სტეიცი და ისრაელელი ადა იონათი პრემიას თანაბრად გაიყოფენ. რიბოსომა სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანეს ნაწილაკს წარმოადგენს. ის ახორციელებს ცილის სინთეზს, რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს აკონტროლებს.