ბურჯანაძის წყნეთის აგარაკი არ გაიყიდა

თბილისის საგადასახადო ინსპექციაში ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკის გაყიდვის მიზნით გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა. მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ ობიექტის საყიდლად განაცხადი არავინ შეიტანა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო აუქციონი ორ კვირაში ჩატარდება. მოსალოდნელია ობიექტის გასაყიდი საწყისი ფასის განახევრება. ბურჯანაძის წყნეთის აგარაკის ქონების საწყისი ფასი დღევანდელ აუქციონზე თერთმეტ-ნახევარ მილიონ ლარს შეადგენდა. იმ შეთხვევაში, თუკი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე აგარაკი აუქციონის გზით არ გაიყიდა, ის საკუთრებაში სახელმწიფოს დაუბრუნდება.