ავღანეთში პოლონეთის ორი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში პოლონეთის ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, სამხედროები დაიღუპნენ მანქანის ქვეშ ბომბის აფეთქების შედეგად. ინციდენტი მოხდა ავღანეთის პროვინცია ვარდაკში. ავღანეთში დღემდე თხუთმეტი სამხედრო დაიღუპა. პოლონეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოწმობს, რომ პოლონელთა უმრავლესობას სურს, მათმა 2000-კაციანმა კონტინგენტმა დატოვოს ავღანეთი.