სომხეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩადის

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი დღეს მოსკოვს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. კრემლის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით იმართება. დმიტრი მედვედევი და სერჟ სარქისიანი ერთმანეთს 8 ოქტომბერს დსთ-ს პრეზიდენტთა სამიტზეც შეხვდნენ. შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევიც ესწრებოდა. პრეზიდენტებს შეხვედრის დეტალებზე არ ულაპარაკიათ, თუმცა აღინიშნა, რომ საუბარი მთიანი ყარაბაღის თემას შეეხეო.