ჩრდილოეთმა კორეამ ხუთი რაკეტა გაისროლა

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო “იონჰაპის” ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ მოკლე რადიოუსში მოქმედი ხუთი რაკეტა გაისროლა აღმოსავლეთ სანაპიროზე და ეს რეგიონი 20 ოქტომბრამდე გემების მიმოსვლისთვის აკრძალულ ზონად გამოაცხადა. საინფორმაციო სააგენტო ამ ცნობას მთავრობის წევრისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა მთავრობის ოფიციალური განცხადება ამ თემაზე ჯერ არ გაკეთებულა.