საფრანგეთის ატომური ენერგოფირმა ციმბირში ბირთვული ნარჩენების გატანას უარყოფს

ბირთვული ენერგიის უდიდესი მწარმობელი, საფრანგეთის ფირმა “EDF”, უარყოფს საფრანგეთის პრესის ინფორმაციას, რომ მას რუსეთში, ციმბირში გააქვს ბირთვული ნარჩენები. ფირმის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ციმბირში მხოლოდ გამოყენებულ, გადამუშავებად ურანს აგზავნის. ფირმის წარმომადგენლის თქმით, რუსეთში გაგზავნილი გამოყენებული ურანის 20 პროცენტი გადამუშავების შემდეგ უკან მიდის საფრანგეთში და ბირთვულ ელექტროსადგურებს ხმარდება.