ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, თალიბანი ალ-ყაიდაზე უფრო მდიდარია

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, თალიბანი ავღანეთში ფინანსურად გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ალ-ყაიდა. როგორც აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ტერორისტების დაფინანსების საკითხებში, დევიდ კოენმა განაცხადა, თალიბები ფულს სძალავენ გლეხებსა და ნარკოტიკების კონტრაბანდისტებს, ისევე როგორც კანონიერ ავღანურ ფირმებს, მათს უსაფრთხოებაზე ზრუნვის დაპირების სანაცვლოდ. რაც შეეხება ალ-ყაიდას, მას აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ფინანსურად უჭირს და გავლენას კარგავს.