თავდასხმებმა ბაღდადში, სულ ცოტა, 8 ადამიანი შეიწირა

ბაღდადში თავდასხმების შედეგად, სულ ცოტა, 8 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა რაკეტები ესროლეს ბაზარს ძირითადად შიიტებით დასახლებულ შაალის უბანში. დაახლოებით იმავე დროს შეიარაღებული პირები ახლო მდებარე სამკაულის მაღაზიებში შეიჭრნენ.